პროექტის სახელწოდება:
მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დადგენა სოფლის პირობებში.
პროექტის მთავარი იდეა: ამ პროექტის დაწერით მოსწავლეები
ისწავლიან ინფორმაციის მოძიებას , დამუშავებას, კერძოშემთხვევაში მოხმარებული ელექტრო
ენერგიის ღირებულების (საფასურის) გამოთვლას, ელექტროენერგიის მიზნობრივად გამოყენებას.
პროექტის აქტუალობა: ეს პროექტი ხელს შეუწყობს ინფორმაციის მოძიების
უნარის გამომუშავებას. ინფორმაცია შეიძლება ასეთი იყოს: თვეში 100 კვტ-მდეჩათვლით დახარჯული
ელექტროენერგიისთვის ვიხდით 1 კვტ-ში 13 თეთრს,
101-დან 300კვტ-მდე (ჩათვლით) ვიხდით 16 თეთრს
კვტ-ში, 300-ზე მეტისთვის-18 თეთრი კვტ-ში. ისწავლიან ამ ინფორმაციის ჩაწერას ფორმულის
სახით:
y=13x, თუ 0≤x≤100
Y=16x, თუ 100<x≤300
Y=18x, თუ x>300,
ამ პროექტის
დაწერა გამოადგებათ მოსწავლეებს ცხოვრებისეული საკითხის მოგვარებაში, მათ შეუძლიათ
ამ საკითხში უფროსების დახმარება.
პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია საჭირო ინფორმაციის ზუსტად მოძიება,
მორგება კონკრეტულ მაჩვენებელზე, მათემატიკური ოპერაციის ზუსტად შესრულება და ადეკვატური
დასკვნის გამოტანა, საჭიროების შემთხვევაში ეტაპობრივად, კითხვებით სათანადო დასკვნამდე
მივიყვანთ მოსწავლებს.
მოსწავლის ასაკი:11-12წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:
4 დღე.
მოსალოდნელი შედეგები:
გამოუმუშავდებათ შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებისა და მონაცემთა დამუშავების უნარი.
პროექტისატვის საჭირო
ძირითადი რესურსები: ქაღალდი, კალამი, კომპიუტერი,
გადახდის ქვითრები.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1. თემის
შერჩევა და შესაბამისი შეკითხვების ჩამოყალიბება.
აქტივობა 2. თითოეული
მოსწავლისადმი ინდივიდუალურად საკუთარი დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის გამოთვლის დავალება
აქტივობა 3. პროექტის
განხორციელებისათვის საჭირო რესურსების განსაზღვრა
აქტივობა 4. პროექტის
მომზადება-აქტივობების განხორციელება
აქტივობა 5. შედეგების
შემოწმება
აქტივობა 6. პროექტის პრეზენტაცია
საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა.
პროექტის ხელმძღვანელი:
ლალი ჩაგანავა.
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:
lalichaganava@ gmail.com